ახალი ამბები
საბერნეთში ციპრასის პარტიამ ..სირიზა'' ისევ გაიმარჯვა
საბერძნეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად გამარჯვება კვლავ პარტია "სირიზამ" მოიპოვა. ამ დროისთვის ბიულეტენების 99 პროცენტი უკვე დათვლილია. "ბიბისი"-ის  ინფორმაციით, მემარცხენე კოალიციამ, რომელსაც ექს-პრემიერი ალექსის ციპრასი ხელმძღვანელობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეების ხმების 35,47% მიიღო, მეორე ადგილი კონსერვატიულმა პარტიამ "ახალი დემოკრატია" დაიკავა და ხმათა 28% მოიპოვა. "სირიზამ" პარლამენტის 300 ადგილიდან, დაახლეობით 144 ადგილი  მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ - მხოლოდ 75. ალექსის ციპრასის განცხადებით, საბერძნეთს წინ რთული გზა ელის და ფინანსური კრიზისის დასაძლევად დაუღალავი შრომაა საჭირო. ბოლო 6 წლის განმავლობაში საბრძნეთში ვადამდელი არჩევნები უკვე მეხუთედ ტარდება.
Print