ახალი ამბები
ხაიშის მოსახლეობა ვიცე-პრემიერთან შეხვედრას ითხოვს (ვიდეო)
ხაიშის მოსახლეობა ვიცე-პრემიერთან შესახვედრად მზადაა, თუმცა საკუთარი პირობებით. ადგილობრივები დღეს სწორედ იმ წინაპირობებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ, რომელსაც ხელისუფლებას წერილობითი ფორმით გაუგზავნიან. ხაიშელების განცხადებით, მესტიის მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრის მათთან შეხვედრის სურვილის შესახებ აუწყა, თუმცა შეხვედრა მხოლოდ რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შედგება. ადგილობრივები ხუდონჰესის მშენებელ კომპანია „ტრანსელექტრიკასთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმებას, კომპანიის მიერ სიმბოლურ ფასად შესყიდული მიწების დაბრუნებას და ალტერნატიული პროექტის განხილვას ითხოვენ. მათივე თქმით, შეხვედრა მხოლოდ ხაიშში უნდა გაიმართოს.
Print