ახალი ამბები
ერდოანის პარტიამ თურქეთის პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა
თურქეთის პრემიერ - მინისტრმა და „სამართლიონობისა და განავითარების პარტიის“ ლიდერმა ახმეტ დავუთოღლუმ,ანკარაში, პარტიის შტაბ - ბინის წინ შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს სიტყვით მიმართა. მან 1 ნოემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „თურქეთის გამარჯვება “ უწოდა. ისლამური ფესვების კონსერვატიული პარტია, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანია, ხელისუფლებას 2002 წლიდან უდგას სათავეში. თურქეთის ცენრტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სამართლიონობისა და განავითარების პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,4% მიიღო. ეს კი თურქეთის 550 კაციან პარლამენტში 315 მანდატისა და კოალიციის გარეშე მთავრობის ფორმირების გარანტიას იძლევა. თურქეთის პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში 10% მიიღო. ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყდა 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში და ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება.
Print