ახალი ამბები
შსს-მ 571 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებისუკანონო ბრუნვის წინააღმდეგბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებულისამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თბილისში 20 წლის მარიამ კ. და 36 წლის ვასილ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა მარიამ კ-ს პირადი ჩხრეკისას 195 აბი, ვასილ გ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი 376 აბი "სუბუტექსი" ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნარკოლოგიური შემოწმებით ვასილ გ-ს ბუპრენორფინის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
Print