ახალი ამბები
ზუგდიდი-მესტიის გზაზე კვლავ შეზღუდვებია
ცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს გუდაური–კობის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 147-188 კმ.-ზე (მულახი-უშგული მონაკვეთზე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print