ახალი ამბები
მართლმადიდებელი ეკლესია ხატთა თაყვანისცემის აღდგენის დღეს ზეიმობს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის პირველ კვირიაკეს ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.

ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის მანძილზე გაგრძელდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა.

დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1 მაისს - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

Print