ახალი ამბები
განმუხურის ბულვარის ნაწილი გაიყიდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია აუქციონის წესით 2 266 500 ლარად გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა ერთმა მსურველმა მიიღო და მან საწყის ფასსზე 3 000 ლარით მეტი დააფიქსირა. მყიდველის ვინაობა ჯერ უცნობია.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ქონების შეძენასთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს, რაც 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას და სხვა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

Print