"რა ვიცით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" - ვიქტორინა ART გალერეაში (ვიდეო)
17:13 / 13.04.2016
ზუგდიდში ნატოს კვირეულის ფარგლებში ვიქტორინა -"რა ვიცით ნატოსა და
ევროკავშირის შესახებ" გაიმართა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის
უფროსკლასელებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულებს სერთიფიკატები და
ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
ნატოს კვირეული საქართველოში წელს მერვედ ტარდება. ის ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს
სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით
ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები