ახალი ამბები
ჩაიკეტება თუ არა ენგურის ხიდი სარემონტო სამუშაოების გამო
სარემონტო სამუშაოების დაწყების გამო, ენგურის ხიდის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ხიდის რეაბილიტაციის თაობაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს.

ზემოაღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც არ ფლობენ. პაატა ზაქარეიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ ხიდის რეაბილიტაციის იდეა მათ ეკუთვნით, თუმცა სამუშაოები ინფრასტუქტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ენგურის ხიდი შესაძლოა დროებით მხოლოდ ავტომობილებისთვის ჩაკეტოს. მისი თქმით, "გავრცელებული ინფორმაციით - მიზეზი რემონტია".

Print