ახალი ამბები
მლოცველთა ჯგუფი ენგურის ხიდის მიმართულებით გაემართა
წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მლოცველთა ჯგუფი დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან ენგურის ხიდის მიმართულებით გაემართა. ისინი ყოველდღიურად ფეხით, დაახლოებით, 20 კმ-ს გაივლიან. მსვლელობა 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება.

აღნიშნულ ჯგუფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირები შეადგენენ.

Print