კორცხელის მკვიდრი ორი ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს (ვიდეო)
15:53 / 05.05.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მცხოვრები ლაგვილავებისა და
შენგელიების ოჯახები
სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. ისინი აღნიშნავენ,
რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული მაღალი
სარეიტინგო ქულები მათი საყოფაცხოვრებო პირობებისთვის შეუსაბამოა.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი თეა ქარდავა, აღნიშნულ ფაქტს უსამართლობად მიიჩნევს. ის
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სახალხო დამცველის აპარატს
შუამდგომლობისკენ მოუწოდებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსის
მოადგილე ნატალია ქირია "ათინათთან" საუბარში აცხადებს, რომ მან
დეტალურად შეისწავლა კორცხელში მცხოვრები ოჯახების საქმეები. მისი
თქმით მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია იდენტურია ბენეფიციარების
დღევანდელი მდგომარეობისა, რომლის გაცნობის შემდეგ დეკლარაციის
არასწორად შევსებასან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოთქმულა. ის
ორივე ოჯახის წარმომადგენელს ესაუბრა. "რაც შეეხება ოჯახს, სადაც
მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებიან 2016 წლის ივნისიდან ათ-ათ ლარს
ყოველთვიურად მიიღებენ".
მასალის გამოყენების პირობები