ახალი ამბები
წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ უკვე შეთანხმებული არჩევნების თარიღი 8 ოქტომბერი უცვლელია. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს პოზიციები შეჯერებულია და მის მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია 8 ივნისს მოხდება. საარჩევნო კამპანია 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კონსულტაციები პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის დღეს გაიმართა.
Print