ზუგდიდის ბაზრის გარემოვაჭრეები მერიის შენობის წინ საპროტესტო აქციას
მართავენ.
ისინი გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში
საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
"რამდენიმე დღის წინ გვითხრეს დროებით ივაჭრეთო, ახლა ისევ აღარ
გვრთავენ ნებას. შეგვხვდეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და
მოგვცეს უფლება ბაზრის გარეთ ვივაჭროთ. სესხები გვაქვს აღებული,
შიმშილით ხომ არ უნდა დავიხოცოთ. ", - ამბობენ აქციის
მონაწილეები.
გუშინ, 18 მაისს, ამავე ადგილას აქცია ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა
გამართეს. მათ მერიისგან გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები