გადაკეტილი გზა და მოვაჭრეების უშედეგო პროტესტი (ვიდეო)
14:48 / 19.05.2016
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩის გადაკეტვა მხოლოდ10
წუთით მოახერხეს,
საპატრულო პოლიციამ ისინი სავალი ნაწილიდან მალევე გაიყვანა. 50- მდე
გარემოვაჭრემ გზის გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რამდენიმე
საათიანი აქციის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერანაირი პასუხი
ვერ მიიღო.
პროტესტიის მონაწილეებს მერის მოადგილე, კობა ჯიქია, პიკეტირების
დასრულების შემდეგ შეხვდა და ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული
ადგილის გამოყოფა და გადასახადებზე შეღავათი შესთავაზა, - „ჩვენ
შევთავაზეთ სამი ალტერნატიული ადგილი ბაზრის შიგნით, ასევე შევპირდით,
რომ სამი თვის განმავლობაში გადასახადს არ გადაიხდიდნენ“.
"რამდენიმე დღის წინ გვითხრეს დროებით ივაჭრეთო, ახლა ისევ აღარ
გვრთავენ ნებას. სესხები გვაქვს აღებული, შიმშილით ხომ არ უნდა
დავიხოცოთ. ", - შეთავაზება გარემოვაჭრეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა,
ამბობენ, რომ ბაზარში მაღალი გადასახადებია და ესეც რომ არ იყოს,
ბაზრის შიდა მოვაჭრეები ტერიტორიაზე მათ შესვლას
ეწინააღმდეგებიან.
აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები დღეს ზუგდიდის მერსაც
გააცნეს. ირაკლი გოგოხია შენობიდან მაშინ გამოვიდა, როდესაც
გარემოვაჭრეები მის მოადგილესთან მოლაპარაკეებზე შესულ
წარმომადგენლებს ელოდებოდნენ.
შედეგი ვერც ამ შეხვედრამ გამოიღო. გარემოვაჭრეები ბოლოს იმ იმედით
დაიშალნენ, რომ ხვალ შედგება კიდევ ერთი მოლაპარაკება, რომელიც მათ
სასარგებლოდ გადაწყდება.
მასალის გამოყენების პირობები