ზუგდიდის ბაზრის გარემოვაჭრეები საპროტესტო მსვლელობით ქუთაისისკენ
მიემართებიან.
ისინი საავტომობილო გზაზე გადაადგილდებიან, რის გამოც მოძრაობა
შეფერხებულია. მათ პოლიციის თანამშრომლები სავალი გზის გათავისუფლებას
და ტროტუარზე გადასვლას უშედეგოდ სთხოვენ. აქციის მონაწილეები
გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ.
"ვივლით სანამ გზაზე არ დავიხოცებით, არ გვაქვს უკან დასახევი გზა", -
ამბობენ მოვაჭრეები.
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა რამდენიმე დღის წინ აიკრძალა.
მას შემდეგ მოვაჭრეები აქციებს მართავენ.
მასალის გამოყენების პირობები