ახალი ამბები
ცესკო: ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 07:00 საათზე გაიხსნა.

ცესკოს ცნობით, კენჭისყრის წინა პროცედურებს პოლიტიკური სუბიექტების 134 წარმომადგენელი და 178 დამკვირვებელი დააკვირდა.

"ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე უკვე მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. მოცემული დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს", - განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საკრებულოს შუალედური არჩევნები დღეს ზუგდიდის გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთისა და ხობის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.


Print