ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა ბაზრის მომდებარე ტერიტორიაზე დილით აქცია
გამართეს. ისინი
ჯარისა და რკინის კონსტრუქციით იმ ადგილის შემოღობვას აპროტესტებდნენ,
სადაც მათ ადრე დახლები ჰქონდათ განლაგებული.
მოგვიანებთ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა აქციის
მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის ნახევარზე ვაჭრობის უფლება იქამდე
მისცეს, სანამ მათ მიერ 21 მაისს მერიის სახელზე შეტანილ განცხადებაზე
პასუხს მიიღებენ.
ჟურანალისტების კითხვაზე, თუ ვისგან ჰქონდათ აღნიშნულთან დაკავშირებით
ნებართვა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მერიის
პერესსსამსახურში გადაგვამისამართეს.
ზუგდიდის მერიის პრესსამსახური მედიასთან საუბარში აცხადებს რომ,
არანაირი გარევაჭრობა დაშვებული არ იქნება და ზედამხედველობის
სამსახურს არ ჰქონდა უფლება მოვაჭრეებისთვის კანონით აკრძალულ
ტერიტოირიზე ვაჭრობის ნება დაერთო.
ამ დროისთვის გარემოვაჭრეების ნაწილმა ზედამხედველობის სამსახურის
წარმომაგენლების მიერ ნებადართულ ტერიტორიაზე ვაჭრობა განაახლა,
ნაწილი კი უკამაყოფილო დარჩა, რადგან მიიჩნევენ, რომ მითითებული
ადგილები საკმარისი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები