საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება
პარლამენტი დღეიდან მთავრობის იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას
იწყებს,
რომლითაც საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ
ძალადობაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
კანონის თანახმად, საარჩევნო უბანზე, კომისიის განთავსების ადგილას ან
მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის ან
წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა, სხვაგვარი ძალადობა
ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება,
რომელიც ჯარიმით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით
დაისჯება. თუ იგივე ქმედებამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
გამოიწვია ან ის ჩადენილია ჯგუფურად, თავისუფლების აღკვეთის სანქცია -
3 და 2 - დან 5 წლამდე ვადით განისაზღვრება.
ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილია ასევე, სანქციის გამკაცრება ისეთ
დანაშაულებზე როგორიცაა, ცემა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი
დაზიანება.
გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, პოლიციის მუშაკებს, კენჭისყრის
შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლება შეიძლება მიეცეთ.
მასალის გამოყენების პირობები