ახალი ამბები
სოხუმში რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადებიან
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უსაფრთხოების საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელზეც 2016 წლის 10 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის ჩასატარებლად აუცილებელი ღონისძიებები განიხილეს.

ხაჯიმბამ ყურადღება გაამახვილა რეფერენდუმის მშვიდ ვითარებაში ჩატარების აუცილებლობაზე.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მოისმინეს დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრის ლეონიდ ძიაპშიბას ინფორმაცია, „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ვადაგასული პასპორტების გაცვლის პროცესის შესახებ“.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების მსურველი ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილ იქნას „კანონიერი“ დოკუმენტით. 

რაულ ხაჯიმბამ, განაცხადა, რომ „პარლამენტის“ მიერ შემოღებული დამკვირვებლების ინსტიტუტი გაზრდის მოქალაქეთა ნდობას რეფერენდუმის მიმართ.

Print