ახალი ამბები
დე ფაქტო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა დააპატიმროს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს. ამავე ინფორმაციით, მისი საქმე შემდგომში გადაეცემა სასამართლოს.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

Print