ახალი ამბები
ზუგდიდს გაზმომარაგება სამი დღით შეუწყდება
ტექნიკურ სამუშოებთან დაკავშირებით 7, 8, 9 ივლისს ქალაქს და რაიონს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. "სოკარ ჯორჯიას" სამეგრელოს წარმომადგენელმა ჯუსტან ეზუგბაიამ რადიო „ათინთთან“ საუბარში განაცხადა რომ, სამუშაო პროცესი მილების შეცვლას უკავშირდება. 

„15 წელია მილები არ შეცვლილა. აბონენტები გვემატება შესაბამისად გაზსადენის მილების სიგრძე და დიამეტრი უნდა შეიცვალოს,"- აღნიშნა მან.

აბონენტებს გაზის მიწოდება 10 ივლისს აღუდგებათ.
Print