ზუგდიდში ტაქსოპარკის ტერიტორიაზე სასადილოს შენობა დაიწვა (ვიდეო)
13:14 / 04.03.2017
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, ყოფილი ტაქსოპარკის
ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ორსართულიან შენობას გუშინ, გვიან ღამით
ხანძარი გაუჩნდა.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი მეორე სართულზე
გაჩნდა, რის შედეგად ზედა სართული ჩაინგრა და პირველ
სართულზე არსებული სასადილო დააზიანა. ხანძრის შედეგად არავინ
დაშავებულა.
"შენობაში ამ დროს არავინ იმყოფებოდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრობას
გაუჩნდა....მიუხედავდ იმისა, რომ სახანძრო დროულად მოვიდა, ვერაფრის
გამოტანა ვერ მოვასწარით, ყველაფერი გაგვიფუჭდა", - თქვა სასადილოს
მეპატრონე მარინე კვარაცხელიამ.
ხანძარის კერა ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე
ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები