ახალი ამბები
საკრებულოს აპარატის უფროსი დღეს ხელახლა დააკავეს

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა სამართალდამცავებმა დღეს დილით მეორედ დააკავეს. ის ამ წუთებში საპატრულო პოლიციის

შენობაში იმყოფება. აღნიშნულს საკითხთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“ შს სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ, რომ 45-ე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მუხლით ერთი პირია დაკავებული, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

ცნობისთვის, გრიგოლ მიქავა წუხელ გვიან ღამითაც დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს, თუმცა მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ის გაათავისუფლეს.


ამავე თემაზე:

ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს 

 

Print