ახალი ამბები
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება - ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების შემოყვანა შეიზღუდება.

ამ საკითხზე მან დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გადავწყვიტეთ, ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევა 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის - 2025 წლის პირველი იანვრიდან.

ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება „ევრო 5“-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი.












Print