ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენა-ლიტერატურის ტესტირებით დაიწყება. მათემატიკაში გამოცდა 7 ივლისს, სხვადასხვა უცხო ენაში კი - 10, 11 და 12 ივლისს გაიმართება. აბიტურიენტებისთვის გამოცდები 26 ივლისს დასრულდება. სამეგრელოში გამოცდების ორი ცენტრი ზუგდიდის მეოთხე სკოლასა და ფოთში განთავსდება. Naec.ge შესაბამის განრიგს აქვეყნებს:


ქართული ენა და ლიტერატურა:
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი სესია);
3 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;

მათემატიკა
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

უცხოური ენა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
12 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;

ბიოლოგია
14 ივლისი (პირველი სესია);

ისტორია
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
18 ივლისი (პირველი სესია);

ზოგადი უნარები (სომხურად)
18 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
18 ივლისი (მეორე სესია);

გეოგრაფია
19 ივლისი (მეორე სესია);

ქიმია
20 ივლისი (მეორე სესია);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
20 ივლისი (მეორე სესია);

სამოქალაქო განათლება
21 ივლისი (მეორე სესია);

ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია);

ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია).

Print