ახალი ამბები
არასრულწლოვანი მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო ზარებით ისარგებლებენ - პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უფასო სატელეფონო სასაუბრო დროის გამოყენება შეუძლიათ.

"მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით,  უფასო სასაუბრო დროის გამოყენება ეხება ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებს.

Print