ახალი ამბები
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის საგამოცდო პროცესი ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ამავე ცნობით, ელექტრონულად დარეგისტრირებული 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებს.

"საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ", - წერს naec.ge

სამეგრელოს მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ზუგდიდსა და ფოთში განთავსდება.
Print