ახალი ამბები
სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთს 105 254 ადგილობრივი ვიზიტორი ეწვია - სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში, სამეგრელო-ზემო სვანეთში 105 254 ადგილობრივი ვიზიტორი შემოვიდა.

მათივე ცნობით, ივლისი-სექტემბრის მაჩვენებლებით, ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 122 500-ია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 10 091-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთში მათი რაოდენობა 83 835-ით განისაზღვრა.

ფოტო: Georgian Travel Guide
Print