გაგრაში სარემონტო სამუშაოების შესრულებისას სამი მუშა დაიღუპა									
			
		
						
			
			
			
								გაგრაში, საკანალიზაციო მილის გაყვანისას, სარემონტო სამუშაოებში ჩართული სამი მუშა დაიღუპა. ინფორმაციას ინტერნეტ - გამოცემა „აიაშარა“ ავრცელებს.    
ქალაქ გაგრის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსმა ასლან ტანიამ "აფსნიპრესს" განუცხადა, რომ მუშები 3-3,5 მეტრის სიღრმეზე ორმოში იმყოფებოდნენ, როდესაც მიწა ჩამოიშალა და ისინი ქვეშ მოყვნენ. 
ადგილზე მისულმა მაშველებმა ადამიანები ორმოდან ამოიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
შემთხვევა 21 იანვარს მოხდა. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები