ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ დავით ყოლბაია და ლევან გოგია 1000-1000 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ყოფილი პოლიციელებისა და ენმ-ის მხარდამჭერების, დავით ყოლბაიასა და ლევან გოგიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1000-1000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გვანცა ვარდანიძემ გამოაცხადა.

ყოლბაიასა და გოგიას ინფორმაციით, მათ გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივ ადგილებში შეურაცხყოფას და პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კერძოდ, სამართალდამრღვევების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალურ ქსელში შსს-ის მაღალჩინოსნების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას ედავება, რაც, მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებაც პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული.

ამავე თემაზე:

გვედავებიან ფეისბუქ პოსტის განთავსებას, რომელშიც, თითქოს, შეურაცხყოფას ვაყენებთ შსს-ს მაღალჩინოსნებს - ენმ-ის მხარდამჭერები სასამართლო დავაზე
Print