ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, დევნილთა 45-ლარიან შემწეობას 59 388 პირი იღებს
სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილებისთვის გათვალისწინებულ 45-ლარიან დახმარებას 59 388 ადამიანი იღებს. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაში ვკითხულობთ.

ამავე ინფორმაციით, გასულ თვეს, რეგიონში დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობისთვის გადარიცხული თანხა 2 677 116 ლარს გაუტოლდა.

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობა შემდეგნაირია:

აბაშა - 1,419

ზუგდიდი - 33,776

მარტვილი - 1,678

მესტია - 287

სენაკი - 5,456

ფოთი - 7,736

ჩხოროწყუ - 1,257

წალენჯიხა - 5,423

ხობი - 2,356

დღეის მდგომარეობის, ქვეყნის მასშტაბით, შესაბამის შემწეობას სულ 189 177 პირი იღებს.

Print