ახალი ამბები
იანვარში ბოსტნეული - 3.5%-ით, ყავა - 3.3%-ით, ზეთი - 2.8%-ით, ყველი - 2%-ით გაძვირდა - სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, საქართველოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა.

კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა.

ქვეჯგუფების მიხედვით ფასების მატება შემდეგნაირად გადანაწილდა:

ხილი და ყურძენი - 4.2 %

ბოსტნეული და ბაღჩეული - 3.5 %

ყავა, ჩაი და კაკაო - 3.3 %

ზეთი და ცხიმი 2.8 %

რძე, ყველი და კვერცხი - 2 %

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 1%

პური და პურპროდუქტები - 0.2%

ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ პროდუქტებზე:

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური
წვენები -1.1%

ხორცი და ხორცის პროდუქტები - 0.5%

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს და თამბაქოს, საქსტატის ცნობით, მათმა ღირებულებამ 1.1%-ით მოიმატა, ეს კი თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა.

Print