ახალი ამბები
გასულ წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთში 35 ადამიანი დაიღუპა - სტატისტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთში მომხდარი 250 შემთხვევის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 367 დაშავდა.

შსს-ს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ამავე საანგარიშო პერიოდში, სულ 5866 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეებზე სამართალწარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კატეგორიების მიხედვით, ავტოავარიების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებიდან მანქანის „მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში“ და „მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება“ იყო.

Print