ახალი ამბები
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდა - დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.



მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამასთან, დაბალი ტემპერატურის გამო, აღნიშნული კატეგორიის ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ120 (აღაიანი-ხაშურის კვანძი) მონაკვეთზეც. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

Print