ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო, დღეს უქმდება ზუგდიდი-თბილისის და თბილისი -ფოთის რეისები, - რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, მათ შორის ზუგდიდი-თბილისის (№869) და თბილისი -ფოთის (№874) მიმართულებით.

ამავე ცნობით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. 

„საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

უამინდობის გამო, 26 თებერვალს, არ შესრულდა თბილისი-ზუგდიდის და ფოთი-თბილისის დილის რეისები.

მანამდე, საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომ გაუქმდა 25 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი, მათ შორის თბილისი-ფოთისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით.







Print