ახალი ამბები
27 თებერვალს თბილისი-ზუგდიდის და ფოთი-თბილისის რეისები არ შესრულდება, - რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 27 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი გაუქმდა, მათ შორის თბილისი - ზუგდიდის და ფოთი - თბილისის მიმართულებით.

რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

მანამდე, საქართველოს რკინიგზამ, უამინდობის გამო, 25 და 26 თებერვალს გააუქმა რამდენიმე რეისი.

Print