ახალი ამბები
იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთში 191 პირს საარსებო შემწეობის მიღება შეუჩერდა
2025 წლის იანვრის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 191 პირს საარსებო შემწეობის მიღება შეუჩერდა, 21-ს კი შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

მონაცემები ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

აბაშა - 24

ზუგდიდი - 71

მარტვილის - 23

მესტია - 25

სენაკი - 17

ფოთი - 7

ჩხოროწყუ - 8

წალენჯიხა - 2

ხობი - 14

სააგენტოს ცნობით, რეგიონში ამავე საანგარიშო პერიოდში 1 345 ადამიანმა უარი განაცხადა საარსებო შემწეობის მიღებაზე.

ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებლებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 44 049 პირს მიაღწია. ეს რიცხვი ნოემბრის მონაცემებს 267-ით, ოქტომბრის მაჩვენებლებს 278-ით, ხოლო სექტემბრის სტატისტიკას 369-ით აღემატება.

2025 წლის იანვრის მონაცემებით, რეგიონში 27 160 ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს.


ამავე თემაზე: 

სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობას 27 160 ბავშვი იღებს

დეკემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობა 44 000-ზე მეტმა პირმა მიიღო

ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - სტატისტიკა

სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - სტატისტიკა

ერთ თვეში ზუგდიდში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 5 631-ს გაუტოლდა - სტატისტიკა



Print