ახალი ამბები
თებერვალში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღები მოზარდების რიცხვი კიდევ გაიზარდა - სტატისტიკა
2025 წლის თებერვლის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 27 176 მოზარდი საარსებო შემწეობას იღებს. აღნიშნული რიცხვი 16-ით მეტია იანვრის მაჩვენებელზე.

უწყების სტატისტიკაზე დაყრდნობით, ამავე საანგარიშო პერიოდში, სარეიტინგო ქულების მიხედვით, რეგიონში 16 წლამდე ასაკის პირებისთვის გადარიცხული თანხა 5,472,681 ლარია.

მუნიციპალიტეტებში საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

აბაშა - 1,855

ზუგდიდი - 9,618

მარტვილი - 3,009

მესტია - 2,025

სენაკი - 2,971

ფოთი - 1,469

ჩხოროწყუ - 1,695

წალენჯიხა - 2,654

ხობი - 1,880

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში საქართველოში საარსებო შემწეობა სულ 250,088 ბავშვმა მიიღო.

ცნობისთვის, სააგენტოს სტატისტიკით, 2025 წლის თებერვალში, სამეგრელო-ზემო სვანეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ისევ გაიზარდა და 44 499 პირს მიაღწია. ეს რიცხვი იანვრის მონაცემებს 109-ით, 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებლებს 450-ით, ნოემბრის სტატისტიკას კი 717-ით აღემატება. ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შორის საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით ისევ ზუგდიდი (18,774 პირი) ლიდერობს.


ამავე თემაზე: 

თებერვალში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა - სტატისტიკა

იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთში 191 პირს საარსებო შემწეობის მიღება შეუჩერდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობას 27 160 ბავშვი იღებს

2024 წლის დეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა და 260.3 ლარი გახდა - სტატისტიკა

დეკემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობა 44 000-ზე მეტმა პირმა მიიღო

Print