ახალი ამბები
უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების აღდგენა იგეგმება. პარლამენტის განათლების კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი შესაბამის საკანონმდებლო წინადადებას, რომლის ავტორები ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი და განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი არიან.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სავალდებულო საგანი საბაკალავრო საფეხურზე ყველა ფაკულტეტის სტუდენტმა უნდა გაიაროს.

პარლამენტში საკომიტეტო წინადადების განხილვის დროს აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც 2005 წელს გაუქმდა, უმაღლეს სასწავლებლებში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან დაბრუნდება.

იქამდე, საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი უნდა მომზადდეს, კანონპროექტი კი სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უნდა განიხილონ.
Print