17 აპრილს გორის გვირაბში გადაადგილება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეიზღუდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 17 აპრილის 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
მათივე განმარტებით, საავტომობილო გვირაბის კონკრეტული მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
მასალის გამოყენების პირობები