ახალი ამბები
სასამართლომ ჟურნალისტი საბა სორდია 2 500 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია 2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სორდია 6 აპრილს, „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჟურნალისტის თქმით, მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნა. შემდეგ, მას ჩანთის გახსნაც მოსთხოვეს, რასაც დაემორჩილა, თუმცა პოლიციის მიერ ჩანთის კიდევ ერთი ჯიბის გახსნის მცდელობას შელაპარაკება მოჰყვა. ჟურნალისტმა უთხრა, რომ თავად გახსნიდა ჩანთას. შელაპარაკებას სორდიას დაკავება მოჰყვა.

მის მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს და კამერის დამტვრევით დაემუქრნენ.

საბამ 48 საათი გაატარა დიღმის იზოლატორში, 8 აპრილს კი სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ფოტო: მინდია გაბაძე

ამავე თემაზე: 

„ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

პოლიციამ ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა

„ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა“ - „ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი
Print