ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდნენ, შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.
პროტესტის 143 დღეს, დროშებთან ერთად, მათ ადგილზე სანთლები მიიტანეს და ერთმანეთს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

„ევროპა, დემოკრატია, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა, თავისუფლება - ესაა რისთვისაც ვიბრძვით და ეს ყოველივე სრულ თანხვედრაშია ქრისტიანულ ფასეულობებთან“, - დაწერეს აქციის მონაწილეებმა ფეისბუკ ჯგუფ „ალარნაში“.
მასალის გამოყენების პირობები