ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ 2025 წლის 31 მაისს ამოქმედდება.
მათივე ცნობით, ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.
შეხვედრაზე დასწრების მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი, 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/qiT6iAmaQzCJ3hyQ9 ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, დაინტერესებულებს შეეძლებათ მითითებული ბმულის მეშვეობით გაგზავნონ შეკითხვები კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საინფორმაციო შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს 13 მაისს ეცნობებათ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს" მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა 1-ელ აპრილს. კანონპროექტის მომხრე „ქართული ოცნების“ 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. „ქართული ოცნების“ მიერ მე-6 პრეზიდენტად დანიშნულმა მიხეილ ყაველაშვილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა 3 აპრილს.
აღნიშნული კანონით სუბიექტის უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. მისი აღსრულება კი, ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება. ამერიკული ანალოგისაგან განსხვავებით, ის ეხება დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიასაც.
FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.
ამავე თემაზე:
ყაველაშვილმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შემზღუდველ ცვლილებებსა და FARA-ს ხელი მოაწერა
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო FARA და მაუწყებლობის შესახებ კანონში შემზღუდველი ცვლილებები
მასალის გამოყენების პირობები