ახალი ამბები
16 მაისამდე საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება
16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს

ამავე ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.

Print