პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
მათივე ცნობით, ცვლილებების თანახმად, პასუხისმგებლობა გამკაცრდა სამასალე მერქნის უკანანო დამზადებაზე; რაც შეხება საშეშე მასალის მოპოვებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქამდე არსებული რეგულაციის პირობებით/შესაბამისად შეძლებს.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები