ახალი ამბები
წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებაზე გამოუცხადებლობა 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა, პირის 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე დაინიციირდა.

ამჟამად მოქმედი კანონით, 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზე.

გარდა ამისა, „თავდაცვის კოდექსში“ ინიციირებული ცვლილებით, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახალი “თავდაცვის კოდექსის“ ამოქმედების შემდგომ შეიქმნა. მისი ძირითადი ფუნქციაა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვა.

Print