ახალი ამბები
სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 88 ადამიანი დაშავდა - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთში 57 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად, 88 ადამიანი დაშავდა, 7 კი დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ამავე საანგარიშო პერიოდში, სულ 1360 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა.

სამინისტროში ავტოავარიების გამომწვევ 10 ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებენ:

მოხვევის მანევრი - 325

შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 293

დისტანციის დაუცველობა - 259

ქვეითის მიერ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა - 216

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 161

გზის სავალ ნაწილზე განლაგების წესის დარღვევა - 132

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 109

საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 71

გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 49

მობრუნების მანევრი - 36

ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეებზე სამართალწარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების და მოტოციკლეტის მონაწილეობით.

Print