არჩევნები
ცესკო: კორცხელში ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის 25,4 % შეადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ცნობით, 12:00სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა ასე გამოიყურება: ზუგდიდი - 25,4%, გლდანი - 4,7%, გარდაბანი - 13,8%, კასპი - 20,3%, წყალტუბო - 30,2%, ოზურგეთი - 26,7%, ხობი - 22,1%.

"ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და წყნარ გარემოში", - აღნიშნა ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ და ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება.

კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვარადებულ ლაშხია, "ქართული ოცნებიდან" ამირან ლაგვილავა და "თავისუფალი საქართველოდან" თეონა ქარდავა იბრძვის.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 ნოემბერს კორცხელის მაჟორიტარ დეპუტატს "თავისუფალი დემოკრატებიდან" ცოტნე მურღულიას ხმათა უმრავლესობით უფლებამოსილება შუწყვიტა. იგი ლონდონში სასწავლებლად იმყოფება.

Print