არჩევნები
საარჩევნო უბანთან "ნაციონალებს" სცემეს
სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბანთან მყოფმა მოჭიდავეებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სცემეს. დაზიანებები ათეულობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის, გიგა ბოკერიამ, თენგიზ გუნავამ, ნიკა მელიამ და სხვ. სპორტსმენები ჟურნალისტებსაც ემუქრებიან. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

10-მდე სპორტული აღნაგობის მამაკაცი საარჩევნო უბნის სიახლოვეს დილიდან იმყოფება.

კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვარადებულ ლაშხია, "ქართული ოცნებიდან" ამირან ლაგვილავა და "თავისუფალი საქართველოდან" თეონა ქარდავა იბრძვის.


Print