არჩევნები
გიორგი მარგველაშვილი კორცხელში მომხდარზე: მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები
”საქართველოს პრეზიდენტი გმობს ძალადობის ყველანაირ
გამოვლინებას და მოუწოდებს საზოგადოებას,
გააცნობიეროს, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს
გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები, - პრეზიდენტის
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსპიკერმა განაცხადა.
ეკა მიშველაძის თქმით, ცნობილია,
რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, ვინაიდან
არსებობს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა და უამრავი მოწმე.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე
და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისრება ადეკვატური
პასუხისმგებლობა.
„რამდენიმე თვეში საქართველოს წინ
საპარლამენტო არჩევნები აქვს. შესაბამისად, დროული და ეფექტური
სამართლებრივი რეაგირება უმნიშვნელოვანესი ტესტია. გამოძიება უნდა
იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს
მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სამართალდამცავი
ორგანოები ამ ტესტს სათანადოდ ჩააბარებენ“, - განაცხადა დღეს გამართულ
ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით,
საქართველოს პრეზიდენტი პირადად მიადევნებს თვალს პროცესის
მიმდინარეობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო
ბერკეტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ძალადობას,
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას.
მასალის გამოყენების პირობები